ესპანელი მილიარდერი პიკასოს ნახატის ესპანეთიდან გატანის გამო დააპატიმრეს

ამერიკული Forbes-ი წერს, რომ ესპანელ მილიარდერს ჰაიმე ბოტინს, რომლის ქონებაც 1.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, 18-თვიანი პატიმრობა და 52.4 მილიონი ევროს (60.1 მილიონი აშშ დოლარი) ჯარიმა შეუფარდეს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მილიარდერი საკუთარი იახტით უკანონოდ ცდილობდა პიკასოს ნახატის - "ახალგაზრდა ქალის თავის" - გატანას ესპანეთიდან.

სასამართლომ ასევე დაადგინა, მოხდეს ნახატის კონფისკაცია და ის სახელმწიფოს გადაეცეს. მილიარდერს აპელაციის უფლება აქვს.

მართალია, ამ ნახატის მეპატრონე თავად ბოტინია, მაგრამ პიკასოს შედევრი რამდენიმე წლის წინ ესპანეთის ეროვნულ საგანძურად აღიარეს, ამიტომ მისი გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ აკრძალულია.

ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში, რომლის ასაკიც 100 წელს აღემატება და ქვეყნის ისტორიისა და კულტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეროვნულ საგანძურად ცხადდება, იმის მიუხედავად, არის თუ არა ის კერძო საკუთრებაში. თუ მეპატრონეს მათი ქვეყნიდან გატანა სურს, ესპანეთის კულტურის სამინისტროსგან სპეციალური ნებართვა უნდა მიიღოს.

პაბლო პიკასომ “ახალგაზრდა ქალის თავი” 1906 წელს დახატა, ნახატის ამჟამინდელი ღირებულება 26 მილიონი ევროა. 

წყარო: Forbes

ჩვენ გირჩევთ

Uber-ი ინდოეთში საკვების მიტანის ბიზნესს ყიდის

Amazon-ი ცდილობს ხელი საკრედიტო ბარათად აქციოს

Uber-ი ინდოეთში საკვების მიტანის ბიზნესს ყიდის

Uber-ი ინდოეთში საკვების მიტანის ბიზნესს ყიდის

წინა სტატია

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას განაგრძობს
23 იანვარი, 2020

შემდეგი სტატია

საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ნავთობკომპანიების რეიტინგი
24 იანვარი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker