საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ნავთობკომპანიების რეიტინგი

საქართველოს ეკონომიკაში ტრანსპორტი და სატრანზიტო ფუნქცია ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო დიდ როლს ასრულებს.

იმის მიუხედავად, რომ მთავარ სატრანზიტო არტერიას, ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებას, ქვეყნის რკინიგზა სრულად ფარავს, საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირების უდიდესი ნაწილი არა სარკინიგზო, არამედ საავტომობილო ტრანსპორტზე მოდის. 2019 წლის 10 თვეში სახმელეთო ტრანსპორტით 25.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 0.3 მილიონი ტონით მეტია, რკინიგზის გადაზიდვებთან შედარებით კი 2.85-ჯერ მეტი. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების გამართული ქსელის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ადგილობრივ მოთხოვნას, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1,126,000 ავტოსატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული. მათგან ჰიბრიდული ავტომობილების წილი 5%-ზე, ხოლო ელექტრომობილების წილი 1%-ზე ნაკლებია, შესაბამისად, ქვეყანაში ადგილობრივი მოხმარების მთავარი საწვავი ტრადიციული ტიპისაა.

საქართველოში მოქმედ უმსხვილეს ნავთობკომპანიებს საკუთარი აუდიტორული ანგარიშგებები საჯაროდ აქვთ გამოქვეყნებული. 2017 წლის ანგარიშებზე დაყრდნობით, ამ ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ქართული შვილობილი - “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” იკავებს. კომპანიის გაყიდვებმა გასულ წელს ჯამში 574 მილიონი ლარი შეადგინა. მთლიანობაში, 2017 წლის მდგომარეობით, უმსხვილესი ნავთობკომპანიის ჯამური გაყიდვების მოცულობა 2.36 მილიარდ ლარს აღწევს.

#

კომპანიის სახელი

შემოსავლები ლარში

წმინდა მოგება/ზარალი ლარში

აქტივების ღირებულება ლარში

1

შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

574,484,000

-34,459,000

319,482,000

2

სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია

446,011,000

40,262,000

269,626,000

3

შპს რომპეტროლ საქართველო

435,541,000

7,035,000

101,205,000

4

შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი)

332,683,000

7,907,000

163,750,000

5

შპს ლუკოილ-ჯორჯია

341,793,000

4,576,000

75,362,000

7

შპს Portal

102,395,000

4,137,000

17,080,000

9

შპს ჯორჯიან პეტროლიუმი

70,982,000

5,675,000

22,837,000

10

შპს იბერკომპანი

57,542,000

6,063,000

47,177,000

 

ჯამში

2,361,431,000

41,196,000

1,016,519,000


რეიტინგი საჯაროდ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშგებებისგან შედგება. მასში რიცხვები არის წარმოდგენილი იმ სახით, რა სახითაც ის ამ კომპანიების მოგება-ზარალისა და ბალანსის უწყისშია ასახული.

ჩვენ გირჩევთ

ანაკლია და საქართველოს ადგილი “ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე”

ღვინის გზა

ანაკლია და საქართველოს ადგილი “ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე”

ანაკლია და საქართველოს ადგილი “ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე”

წინა სტატია

ესპანელი მილიარდერი პიკასოს ნახატის ესპანეთიდან გატანის გამო დააპატიმრეს
24 იანვარი, 2020

შემდეგი სტატია

Twitter Cofounder Jack Dorsey Has More Than Tripled His Net Worth Since Trump Became President
23 იანვარი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker