ილონ მასკმა შესაძლოა 346 მილიონი დოლარის დივიდენდი მიიღოს

მას შემდეგ, რაც Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ილონ მასკმა შესაძლოა მნიშვენლოვანი დივიდენდი მიიღოს.

უკანასკნელი მონაცმემებით, Tesla-ს თითო აქციის ღირებულებამ 555.10 აშშ დოლარი შეადგინა და ელექტრო მანქანების წარმოების საბაზრო კაპიტალიზაციამ 100.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღნინშული ღირებულებით კომპანია მცირედით ჩამორჩება Volkswagen-ს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 100.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიის მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი იმ შემთხვევაში მიიღებს დივიდენდს, თუ Tesla-ს საბაზრო ღირებულება 100 მილიარდი აშშ დოლარის ზემოთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, კერძოდ, 1 თვიდან - 6 თვემდე. დივიდენდის რაოდენობა კი 346 მილიონ აშშ დოლარი იქნება.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ილონ მასკის ქონება 32 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

წყარო: The National

ჩვენ გირჩევთ

ჯანდაცვის სისტემა და სიზიფეს შრომა

Formula 1-ის ყველაზე ძვირადღირებული გუნდები

ჯანდაცვის სისტემა და სიზიფეს შრომა

ჯანდაცვის სისტემა და სიზიფეს შრომა

წინა სტატია

Uber-ი ბრიტანეთში McDonald's-ის საკვების მიწოდების სერვისზე მონოპოლიას კარგავს
30 იანვარი, 2020

შემდეგი სტატია

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა
31 იანვარი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker