ბილ გეითსის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ბილ გეითსის უფროსი ქალიშვილი ჯენიფერ გეითსი დაინიშნა. მისი რჩეული ეგვიპტელი ცხენოსანი, ნილ ნასარია. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

Microsoft-ის დამფუძნებლის უფროსმა ქალიშვილმა Instagram-ის პირად გვერდზე ნასართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებსა და მეგობრებს ამცნო, რომ ბოიფრენდმა ხელი სთხოვა. ფოტოს ქვევით თავად ბილ გეითსი აკომენტარებს და აღნიშნავს, რომ „სრულიად აღელვებულია!“.

წყვილს საერთო ინტერესებიც აქვთ, ორივეს ძალიან უყვარს ცხენები. ორივე  სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ორივე მათგანი სპორტზე გიჟდება.

"ის პროფესიონალი ცხენოსანია, მე კი ძალიან მიყვარს ცხენები და მინდა, ცხენოსნობაში წარმატებას მივაღწიო“, - ამბობდა გასულ წელს ჯენიფერ გეითსი CNN-თან საუბრისას.

როგორც Business Insider-ი იუწყება, ნასარი ჩიკაგოში დაიბადა, მაგრამ თავისი ცხოვრების მნიშნვნელოვანი ნაწილი მან მშობლებთან ერთად ქუვეითში  გაატარა. ის კარგად ფლობს ინგლისურ, არაბულ და ფრანგულ ენებს. ნასარი აშშ-ში 2009 წელს დაბრუნდა და 2013 წელს სტენფორდი დაამთავრა.

წყარო: Business Insider

ჩვენ გირჩევთ

ილონ მასკმა შესაძლოა 346 მილიონი დოლარის დივიდენდი მიიღოს

კორონავირუსის გამო ნავთობზე ფასები მცირდება

ილონ მასკმა შესაძლოა 346 მილიონი დოლარის დივიდენდი მიიღოს

ილონ მასკმა შესაძლოა 346 მილიონი დოლარის დივიდენდი მიიღოს

წინა სტატია

იანვარში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.7 პროცენტით გაძვირდა
03 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

Bill Gates' oldest daughter Jennifer just got engaged
03 თებერვალი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker