ყვარელში “ღვინის სოფელი” შენდება

ყვარელში კომპანია “7S” “ღვინის სოფელს” აშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 3.5 მლნ დოლარია. სოფელი 5 ჰექტარის ფართობზე იქნება გაშენებული.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 50 სახლის აშენება, რომელთაც ექნებათ 400-500 კვ.მ. ფართობის საკუთარი ვენახები.

როგორც პროექტის იდეის ავტორი და კომპანია “7S”-ის დამფუძნებელი გიორგი ბეგაძე ამბობს, სახლების დიზაინი განსხვავებული იქნება, თუმცა ფაქტურები იქნება ერთნაირი - ყველა სახლი იქნება თეთრი და წითელი აგურით გაფორმებული და ქართული კრამიტით გადახურული.

“ღვინის სოფელში ზოგიერთ სახლს ექნება მარანი, ზოგს მხოლოდ - ღვინის შესანახი. მნიშვნელოვანია, რომ ვინც იყიდის ამ კოტეჯს, ის არამხოლოდ დასასვენებელ აგარაკს, არამედ ბიზნესს ყიდულობს და მარტივად შეძლებს უცხოელებზე, airbnb-ზე, booking-ზე განთავსებით გააქირავოს”, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

მისივე ინფორმაციით, სახლების დარეზერვება დაწყებულია და ამ ეტაპისთვის 12 მიწის ნაკვეთი დარეზერვებულია.

“ღვინის სოფელი” ყვარლის მუნიციპალიტეტის შესასვლელში შენდება. ბეგაძის განცხადებით, ამ პროექტით მინიმუმ 1 მლნ ლარის ინვესტიციის მოზიდვა გახდება შესაძლებელი: “საწყის თანხას ჩვენ ჩავდებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, შემოვლენ ის ადამიანები, რომლებიც ამ სახლების მესაკუთრეები გახდებიან”.

სახლებისა და მიწის ნაკვეთების ღირებულება 60 000-დან 100 000 დოლარამდეა, ხოლო სახლების ფართობი 60 მ2-დან 120 მ2-მდე მერყეობს.

კომპანია “7S” 2019 წელს დარეგისტრირდა, ყვარლის “ღვინის სოფელი” კომპანიისთვის პირველი პროექტია.

წყარო: bm.ge

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს

წინა სტატია

Bill Gates' oldest daughter Jennifer just got engaged
03 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

Facebook-ის COO შერილ სენდბერგი დაინიშნა
04 თებერვალი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker