Facebook-ის COO შერილ სენდბერგი დაინიშნა

Facebook-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი (COO) შერილ სენდბერგი დაინიშნა. სად უნდა გამოეცხადებინა მას ამ სიახლის შესახებ, თუ არა Facebook-ზე? 50 წლის სენდბერგმა სოციალურ ქსელში თავის რჩეულთან ერთად გადაღებული შავ-თეთრი ფოტოც გამოაქვეყნა და დაწერა: "დავინიშნე!!! ტომ ბერნთალ, შენ ჩემი ყველაფერი ხარ. უფრო მეტად არ შეიძლება მიყვარდე".

ტომ ბერნთალი 46 წლისაა და ლოს-ანჯელესში მდებარე სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია Kelton Global-ის აღმასრულებელი დირექტორია.

როგორც ცნობილია, წყვილი გასული წლის გაზაფხულის შემდეგ ერთმანეთს ხვდებოდა.

შერილ სენდბერგისთვის ეს პირველი ქორწინება არ იქნება, Facebook-ის მთავარი ოპერაციული ოფიცრის ყოფილი მეუღლე დევიდ გოლდბერგი იყო, რომელიც 2015 წელს გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ სენდბერგი Facebook-ში მთავარი ოპერაციული დირექტორის პოზიციას 2008 წლიდან იკავებს. მანამდე ის Google-ში მუშაობდა. შერილის ქონება Forbes-ის მიხედვით, დაახლოებით 1.6 მილიარდ დოლარია.

წყარო: CNN

ჩვენ გირჩევთ

ილონ მასკმა შესაძლოა 346 მილიონი დოლარის დივიდენდი მიიღოს

ბილ გეითსის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა

ილონ მასკმა შესაძლოა 346 მილიონი დოლარის დივიდენდი მიიღოს

ილონ მასკმა შესაძლოა 346 მილიონი დოლარის დივიდენდი მიიღოს

წინა სტატია

ყვარელში “ღვინის სოფელი” შენდება
04 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

აშშ-საქართველო: ინვესტიციები და ვაჭრობა
04 თებერვალი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker