კორონავირუსის გავლენა ჩინეთის საფონდო ბირჟებზე

ჩინეთის საფონდო ბირჟები ორშაბათის მკვეთრი დაცემის შემდეგ, მცირედით გაიზარდა. სამშაბათს შანხაის ბენჩმარკული ინდექსი CSI 300 და შენჯენის ბირჟის კომპანიების აქციები 2.6 პროცენტით გაიზარდა.

შეგახსენებთ, ჩინეთის საფონდო ბირჟები ქვეყანაში გავრცელებული ახალი კორონავირუსის შედეგად დაზარალდა. ქვეყნის მთავრობა ცდილობს ეკონომიკა მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების გავლენებისგან დაიცვას.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათის ბირჟებზე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. კერძოდ, შანხაის ინდექსი CSI 300 დაახლოებით 9%-ით დაეცა. ორშაბათის ბირჟების შედეგების გამო, ჩინეთის უმსხვილესი კომპანიების ღირებულება დაახლოებით ნახევარი ტრილიონი დოლარით შემცირდა.

ჩვენ გირჩევთ

ბილ გეითსის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა

Facebook-ის COO შერილ სენდბერგი დაინიშნა

ბილ გეითსის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა

ბილ გეითსის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა

წინა სტატია

Google-ი პირველად ისტორიაში YouTube-ის შემოსავლებს ასაჯაროვებს
04 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

NYSE-მა (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა) eBay-ის ყიდვის სურვილის შესახებ განაცხადა
05 თებერვალი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker