NYSE-მა (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა) eBay-ის ყიდვის სურვილის შესახებ განაცხადა

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის (NYSE) მფლობელმა კომპანიამ eBay-ის ყიდვის სურვილის შესახებ განაცხადა და მისი ყიდვის შეთავაზება გააკეთა. საუბარია Intercontinental Exchange-ზე, იგივე ICE -ზე, რომელსაც eBay-ს ყიდვის სურვილი წარსულშიც ჰქონდა. კომპანიები ამჟამად ფორმალური მოლაპარაკებების პროცესში არ არიან, თუმცა, არ არის გამორიცხული რომ eBay ამ შეთავაზებას დათანხმდეს.

ICE-მ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა, სადაც ის ადასტურებს, რომ დაინტერესებულია eBay-ს ყიდვით.

"ICE-მ მიმართა eBay-ს მოლაპარაკებებისთვის, რათა აღმოაჩინოს კომპანიის პოტენციური შესაძლებლობები, რამაც შესაძლოა, ორივე კომპანიის აქციონერებისთვის ღირებულება გაზარდოს", - წერია ICE-ს განცხადებაში.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ICE-ს 20-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომპანიის მიერ მნიშვნელოვანი ღირებულების შექმნასთან დაკავშირებით არაერთი მაგალითი არსებობს, როგორც ორგანული ზრდის, ასევე მყიდველის მოზიდვის კუთხით.

ICE საფონდო ბირჟების გლობალური წამყვანი ოპერატორია. იგი ფინანსური და სასაქონლო ბაზრების ბირჟების ქსელია აშშ-ში, კანადასა და ევროპაში.

წყარო: AP News.

ჩვენ გირჩევთ

Facebook-ის COO შერილ სენდბერგი დაინიშნა

აშშ-საქართველო: ინვესტიციები და ვაჭრობა

Facebook-ის COO შერილ სენდბერგი დაინიშნა

Facebook-ის COO შერილ სენდბერგი დაინიშნა

წინა სტატია

კორონავირუსის გავლენა ჩინეთის საფონდო ბირჟებზე
04 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

იანვარში ტურისტების რაოდენობა 19 პროცენტით გაიზარდა
05 თებერვალი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker