LinkedIn-ის CEO ჯეფ ვაინერი თანამდებობას ტოვებს

LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ვაინერი თანამდებობას 1 ივნისს დატოვებს. ამის შესახებ თავად ვაინერმა LinkedIn-ზე დაწერა. როგორც მან აღნიშნა, ამ პოზიციას კომპანიის პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელი რაიან როსლენსკი დაიკავებს. ვაინერი კი, რომელიც 2008 წლის შემდეგ LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორია, პლატფორმის აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდება.

გადადგომის გეგმების და ახალი ხელმძღვანელის შესახებ წერილი ვაინერმა თანამშრომლებს უკვე დაუგზავნა.

“ბოლო 11 წელი იყო უდიდესი პროფესიული გამოცდილების წელი ჩემს ცხოვრებაში და ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა თქვენ გარეშე, ჩვენი წევრების გარეშე. მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი ხედვის მანიფესტაციას და მსოფლიო სამუშაო ძალის თითოეულ წევრს ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში დახმარებოდით“, - წერს ჯეფ ვაინერი წერილში.

აღსანიშნავია, რომ LinkedIn-ი 2016 წელს Microsoft-მა იყიდა. პლატფორმას 675 მილიონი წევრი ჰყავს.

“მიუხედავად იმისა, რომ წევრთა რაოდენობამ 675 მილიონს მიაღწია, დასაქმებულთა რაოდენობამ 16 000-ს, ხოლო შემოსავლებმა 7.5 მილიარდ დოლარს, ისეთი შეგრძნებაა, რომ LinkedIn-ი ახლა იწყებს მუშაობას“, - განაცხადა ვაინერმა.

წყარო: LinkedIn.

ჩვენ გირჩევთ

Ford-ის საოპერაციო შემოსავლები 2/3-ით დაეცა

Forbes Georgia. 2020 წლის თებერვლის ნომერი

Ford-ის საოპერაციო შემოსავლები 2/3-ით დაეცა

Ford-ის საოპერაციო შემოსავლები 2/3-ით დაეცა

წინა სტატია

ყველაზე მოგებიანი ბანკები საქართველოში
06 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკმა IFC-თან 100 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
06 თებერვალი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker