Georgian Airways-ის წილი ქართულ ბაზარზე

Georgian Airways-ი უმსხვილესი ქართული ავიაკომპანიაა. 2019 წლის განმავლობაში ის 500,482 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, მთლიანი ბაზრის 10%-იანი წილი დაიკავა. მასზე მეტი მგზავრი მხოლოდ ორმა ავიაკომპანიამ - Turkish Airlines-მა (572,181 მგზავრი) და Wizz Air-მა (825,290 მგზავრი) გადაიყვანეს.

რაც შეეხება 2018 წელს, Georgian Airways-მა 550 831 მგზავრი გადაიყვანა, მაშინ ამ ავიაკომპანიამ ბაზრის 11%-ი დაიკავა. თითქმის იგივე, რაც Wizz Air-ს (12%) და Turkish Airlines (11%)-ს ჰქონდა.

Georgian Airways-ის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის შემცირებაზე გავლენა გარკვეულწილად 2019 წლის ზაფხულში დაწესებულმა რუსულმა ავიასანქციებმა იქონია. 2019 წლის 8 ივლისს საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შედეგად, Georgian Airways-ი მნიშვნელოვნად დაზარალდა. ავიაკომპანიის დირექტორმა რომან ბოკერიამ ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა, რომ მათ ზაფხულის განმავლობაში 40,000 გაყიდული ბილეთის უკან დაბრუნება მოუწიათ. კომპანიას $25 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო კომპანიის წინააღმდეგ ქმედებებში დაადანაშაულა.

"მთავრობამ შემიქმნა ვალები. Wizz Air-ი არ მაკმარა, Ryanair-ი შემომიყვანა, ჩემი გადახდილი გადასახადებით აფინანსებს მათ და ახლა ამბობენ ვალებს ვპატიობთო. არაკონკურენტულ გარემოში ვარ, მაინცდამაინც, საერთაშორისო სასამართლოში უნდა ვუჩივლო?“, - განაცხადა რომან ბოკერიამ.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით კი, Georgian Airways-ს წლების მანძილზე აეროპორტების გაერთიანების და საქაერონავიგაციის მიმართ დაუგროვდა რამდენიმე მილიონიანი დავალიანება, თუმცა, სახელმწიფო მის წინააღმდეგ სანქციები არ იყენებს, - "ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათთვის კომფორტული გრაფიკით დაფარონ დავალიანება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. კარგია, რომ Georgian Airways-ი ახსენებს სხვა უცხოურ კომპანიებს - Ryanair-ს, Wizz Air-ს. ეს ჩვენთვის იმის ნიშანია და იმედს ვიტოვებთ, რომ სერვისების ხარისხითაც, საფასო პოლიტიკითაც Georgian Airways-ი მიუახლოვდება ოდესმე ამ კომპანიებს და კონკურენციაში შევა მათთან, რაშიც ჩვენ ხელს შევუწყობთ", - განაცხადა თურნავამ.

Georgian Airways-ს არ აქვს საჯაროდ გამოქვეყნებული საკუთარი 2018 წლის ანგარიშგება. შესაბამისად, უცნობია როგორც Georgian Airways-ის მთლიანი შემოსავლის ოდენობა, ასევე ისიც, თუ რა არის აღნიშნული კომპანიის მოგება/ზარალის მაჩვენებელი.

წყარო: bm.ge

ჩვენ გირჩევთ

“შუხმან ჯგუფმა” ღვინის კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა

Forbes Georgia 30 Under 30 - 2019 წელი

“შუხმან ჯგუფმა” ღვინის კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა

“შუხმან ჯგუფმა” ღვინის კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა

წინა სტატია

Trump is seeking to boost NASA’s funding
11 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

ტერაბანკმა 2019 წელი წარმატებული ფინანსური შედეგებით დახურა
11 თებერვალი, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker