Makers.ge - სტარტაპერებისა და ფრილანს დეველოპერებისათვის

საერთო სამუშაო სივრცეების კულტურა მსოფლიოს მასშტაბით სულ 15 წელს ითვლის. პირველი ასეთი სამუშაო სივრცე 2005 წელს სან-ფრანცისკოში გაიხსნა. მას შემდეგ ათობით ათასი მსგავსი სივრცე ამოქმედდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

საქართველოშიც ბიზნესის ეს სახეობა ნელნელა იკიდებს ფეხს. სულ ახლახანს "დინამო სტადიონის" ტერიტორიაზე ახალი, მყუდრო და კომფორტული საერთო სამუშაო სივრცე ”მეიქერსი” (Makers) გაიხსნა.

სივრცის დამფუძნებელმა გიორგი გარსევანიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ “მეიქერსი”-ს კონცეფცია მნიშვნელოვნად განსხვავდება სტანდარტული საერთო სამუშაო სივრცის კონცეფციისაგან.

"გარდა კომფორტული სამუშაო გარემოსი, “მეიქერსი”-ს ბინადრებს ვეხმარებით სტარტაპ იდეების განხორციელებაში, ვაკავშირებთ ინვესტორებთან და დამსაქმებლებთან, ვუწევთ კონსულაციას ციფრულ მარკეტინგში, ვამარაგებთ საინტერესო პროექტებით, ვაძლევთ საშუალებას დაესწრონ სხვადასხვა მასტერკლასებს".

რაც შეეხება თავად სივრცეს, ის დაპროექტებულია იმგვარად, რომ მასში ყველა დეტალი გათვლილია ვიზიტორთა პროდუქტიულობაზე და მას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:

გამომდინარე იქიდან რომ სივრცე დაყოფილია ოპტიმალურ ქვესივრცეებად, აქ მუდამ სიწყნარეა და “მეზობლების” ხმაური არასოდეს შეგაწუხებთ.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალობაში "დინამო სტადიონი" თბილისის ნებისმიერი უბნიდან ადვილად და განსაკუთრებული საცობების გარეშე მისადგომი ლოკაციაა.

სივრცის მომხმარებლებს არ აქვთ პარკინგის პრობლემა, ვინაიდან მუშტაიდის ბაღის მხარეს მდებარე დინამოს პარკინგზე მუდმივად არის მათთვის რეზერვირებული ადგილები.

"პირდაპირი შეერთება ყველა ინტერნეტ პროვაიდერთან, საშუალებას გვაძლევს გვქონდეს იმაზე სწრაფი ინტერნეტი ვიდრე წარმოგიდგენიათ. ასევე მნიშნელოვანია, რომ “მეიქერსი”-ს ყველა წევრისათვის ყავა და ჩაი უფასოა, ხოლო საწევრო პაკეტების ფასები მნიშნელოვნად ხელმისაწვდომია სხვა ანალოგიური კლასის სივრცეებთან შედარებით", - აცხადებს გარსევანიშვილი.

“მეიქერსი” ასევე გვთავაზობს კურსებს დიზაინში, დეველოპმენტში, დიჯითალ მარკეტინგში და ბიზნესის მართვაში. ასევე კონსალტინგს კომპანიის ციფრულ ტრანსფორმაციაში, ფროდაქთ-დეველოპმენტში, ციფრულ მარკეტინგში, სოციალური მედიის მართვასა და ონლაინ გაყიდვებში. და ამას ყველაფერს აღნიშნულ სფეროებში წარმატებული და აღიარებული ადამიანების დახმარებით.

ჩვენ გირჩევთ

ტერაბანკმა 2019 წელი წარმატებული ფინანსური შედეგებით დახურა

Forbes Georgia 30 Under 30 - 2019 წელი

ტერაბანკმა 2019 წელი წარმატებული ფინანსური შედეგებით დახურა

ტერაბანკმა 2019 წელი წარმატებული ფინანსური შედეგებით დახურა

წინა სტატია

საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის - საქართველო 18-ე ადგილზეა
12 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

Airbnb-მ 2019 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში $322 მლნ დაკარგა
12 თებერვალი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker