გეითსი: კორონავირუსმა, შესაძლოა, 10 მლნ ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილ გეითსი აცხადებს, რომ კორონავირუსის შედეგად შესაძლოა 10 მილიონი ადამიანი დაიღუპოს. როგორც Microsoft-ის დამფუძნებელი ამბობს, ვირუსს შეუძლია აფრიკაში ჯანდაცვის სისტემა გაანადგუროს და გამოიწვიოს სერიოზული პანდემია.

აღნიშნულის შესახებ გეითსმა სიეტლში AAAS-ის (სამეცნიერო წინსვლის ამერიკული ასოციაცია) შეხვედრაზე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, მანამ ვიდრე ეგვიპტეში და შესაბამისად აფრიკის კონტინენტზე დაინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ გახდებოდა ცნობილი.

"მინდა ვისაუბრო განსაკუთრებულ საკითხზე, კორონავირუსის ეპიდემიაზე. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, პანდემია ერთ-ერთია იმ მცირე მიზეზებს შორის, რამაც შესაძლოა ჯანდაცვის სისტემები, ეკონომიკები გაანადგუროს და 10 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს“, - განაცხადა ბილ გეითსმა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე კორონავირუსს 1,700-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. გამოვლინდა დაინფიცირების 70,000-ზე მეტი შემთხვევა. ჩინეთში მხოლოდ ორშაბათს 2,000 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადეს.

წყარო: Telegraph.

ჩვენ გირჩევთ

კომპიუტერული ბაზრის ლიდერი საქართველოში

2020 წელი ფულადი გზავნილების ზრდით დაიწყო

კომპიუტერული ბაზრის ლიდერი საქართველოში

კომპიუტერული ბაზრის ლიდერი საქართველოში

წინა სტატია

British Airways-ს ორი წამყვანი ფიგურა ტოვებს
17 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

ინფრასტრუქტურის არასწორი გაგება
18 თებერვალი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker