ყავის მწარმოებელი Jacobs-ის შემოსავლები საქართველოში

Jacobs Douwe Egberts-ი ჰოლანდიური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ხსნადი ყავის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. მისი ბრენდებია თავად Jacobs-ი, ასევე ყავა Douwe Egberts-ი, L’OR, Carte Noire, Cafe Pele და სხვა ბრენდები. 2018 წლის განმავლობაში გლობალურად კომპანიის შემოსავლმა €5.9 მილიარდი ევრო შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოს, Jacobs Douwe Egberts-ის ქართული შვილობილის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში Jacobs-ის შემოსავალი 26,424,126 ლარი იყო, რაც გლობალური გაყიდვების 0.15%-ია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წლის განმავლობაში Jacobs Douwe Egberts-ის წმინდა მოგებამ 7,353,223 ლარი შეადგინა.

“Jacobs Douwe Egberts International B.V. კომპანიის კაპიტალის 100%-ს ფლობს. 2017 წლის 12 ივნისს კომპანიამ შეიცვალა სახელი შპს “იაკობზ საქართველო”-დან და ფუნქციონირებას აგრძელებს შპს “იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო”-ს სახელით. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა JDE-ის ბრენდების იმპორტი და ადგილობრივი დისტრიბუციაა. კომპანია პასუხისმგებელია ადგილობრივ გაყიდვებზე და მარკეტინგულ საქმიანობაზე”, - ნათქვამია კომპანიის აუდიტორულ ანგარიშში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყავის ბაზარი წარმოდგენილია მრავალი მწარმოებლით და ბრენდით. მოთამაშეები არიან როგორც ადგილობრივი მწარმოებლები, ასევე საერთაშორისო კომპანიები. აუდიტორული ანგარიშის თანახმად, საბითუმო ბაზარი წარმოდგენილია 3 ძირითად ქვეკატეგორიად: ხსნადი ყავა, დაფქული ყავა და ყავის მიქსები. Jacobs-ი კი საქართველოში ყიდის სამივე ქვეკატეგორიის პროდუქციას. 

წყარო: bm.ge

ჩვენ გირჩევთ

Adidas-ის გაყიდვები ჩინეთში კორონავირუსის გამო 85%-ით შემცირდა

პოლონელმა მილიარდერმა ლონდონში ერთ-ერთ მდიდრულ სახლში £57 მლნ გადაიხადა

Adidas-ის გაყიდვები ჩინეთში კორონავირუსის გამო 85%-ით შემცირდა

Adidas-ის გაყიდვები ჩინეთში კორონავირუსის გამო 85%-ით შემცირდა

წინა სტატია

If Bloomberg Wins, Here’s Who Might Pay The Estimated $60 Billion For His Company
20 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

“ბიჯიაის” კლიენტმა სახელმწიფოსთან მრავალმილიონიანი დავა მორიგებით დაასრულა
20 თებერვალი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker