ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია Raisin-ის დეპოზიტებმა 20 მლრდ ევროს გადააჭარბა

ბერლინში დაფუძნებული ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია Raisin-ი უკვე 500 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის საინვესტიციო თანხებს მართავს და 25 ქვეყანაში ბანკებთან 20 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის თანხა აქვს განთავსებული. კომპანია 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ის დაზოგვისა და ინვესტიციების ბაზარზე მუდმივ ზრდას განიცდის. იგი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე კერძო კაპიტალის მართვის პროდუქტია.

ახლა უკვე 90 ფინანსური ინსტიტუტი - დაწყებული ტრდიციული, დასრულებული ნეობანკებით, Raisin-ის პლატფორმაზე 600-ზე მეტ სადეპოზიტო შეთავაზებას აკეთებენ, რომლებიც დაცულია ევრკავშირის სადეპოზიტო საგარანტიო გაიდლაინებით.

Raisin-ს რამდენიმე ქვეყანაში პლატფორმა აქვს გახსნილი, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ირლანდიაში. პლატფორმა www.Raisin.com უზრუნველყოფს თითოეულ ევროპულ ბაზარზე დეპოზიტებზე წვდომას საკმაოდ კონკურენტული პირობებით.

2019 წელს Raisin-მა შეიძინა fairr.de, რათა საპენსიო პროდუქტიც დაემატებინა თავისი პორტფოლიოსთვის. Raisin-ის საინვესტიციო და საპენსიო მიმართულება ერთად ახლა ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის თანხას მოიცავს. 

Raisin-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ გიორგაძეა.

"ამ ახალ ნიშნულამდე მიღწევა ადასტურებს ჩვენი მისიის რელევანტურობას - რაც ბარიერების დამსხვრევაა იმისათვის, რომ დანაზოგებმა სარგებელი მოიტანონ. ახლა ყველაზე მეტად გვჯერა ტრანსსასაზღვრო საბანკო მომსახურების სარგებლიანობის", - განაცხადა თამაზ გიორგაძემ.

ჩვენ გირჩევთ

ლიზინგის ბაზრის ლოკომოტივი

ყავის მწარმოებელი Jacobs-ის შემოსავლები საქართველოში

ლიზინგის ბაზრის ლოკომოტივი

ლიზინგის ბაზრის ლოკომოტივი

წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups შემოდის
21 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

შინამეურნეობების ჭარბი დაკრედიტება და მასთან დაკავშირებული რისკები
25 თებერვალი, 2020
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker