ნავთობისა და ენერგობირჟები კორონავირუსის გავლენას განიცდიან

ნავთობისა და ენერგობირჟები კორონავირუსის გავლენას განიცდიან. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების გამო, დარტყმას განიცდის ნავთობის ბაზრები, რომელიც არ არის კარგად მზად რესურსებზე მოთხოვნების მნიშვნელოვანი ზრდისთვის.

კორონავირუსის ეპიდემია 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შოკია ნავთობზე მოთხოვნის ზრდის კუთხით.

CNN-ის ცნობით, ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 2.3%-ით დაეცა და $48.73 შეადგინა ბარელზე. ეს ყველაზე დაბალი ფასია 2019 წლის იანვრის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო, Goldman Sachs-მა თავის მომხმარებლებს უთხრა, რომ ამცირებს 2020 წლის პროგნოზს ნავთობზე მოთხოვნის შესახებ დღეში 600 000 ბარელის ოდენობით.

"თუ კორონავირუსი კიდევ უფრო გავრცელდა გლობალურად, მაშინ ჩვენ ველოდებით ჩვენი მოლოდინების კიდევ უფრო დაწევას", - განაცხადა Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა ბრაიან სინგერმა ანგარიშში.

ჩვენ გირჩევთ

Apple-მა უჩვეულო დიზაინის iPhone-ი დააპატენტა

Tesla-ს აქციის ფასი ორ დღეში $100-ზე მეტით შემცირდა

Apple-მა უჩვეულო დიზაინის iPhone-ი დააპატენტა

Apple-მა უჩვეულო დიზაინის iPhone-ი დააპატენტა

წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
27 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

Oil and energy stocks are getting crushed by coronavirus fears
27 თებერვალი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker