სახმელეთო და საჰაერო შეზღუდვები ირანთან - კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა ორი კვირით შეიზღუდა, ასევე იგივე პერიოდით იზღუდება საქართველოს მოქალაქეების ირანში გამგზავრებაც, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის საგანგებო სხდომაზე მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. პირი, რომელიც დაინფიცირებულია, სწორედ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა საქართველოში. ირანთან საჰაერო მიმოსვლა მანამდე რამდენიმე დღით ადრე იყო უკვე შეზღუდული.

კერძოდ, საქართველოს მთავრობამ ფიზიკური პირებისთვის ირანთან საჰაერო საზღვარი ოთხი დღის წინ წინ ჩაკეტა. ირანთან სამგზავრო შეზღუდვების დაწესებამდე, საქართველოში ჩინეთიდანაც შეიზღუდა ავიარეისები.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ფრენებზე დაწესებული აკრძალვები დროულად მოიხსნება. “პირდაპირი ზიანი მხოლოდ ირანის და ჩინეთის მიმართულებიდან, რასაც ტურიზმში ველოდებით, სულ მცირე 30 მილიონი ლარია თვეში”, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ზარალი მოიმატებს იმის მიხედვით, რამდენ ხანსაც გაგრძელდება არსებული ვითარება.

“ჩვენთვის ყველა სხვა ინტერესთან შედარებით უპირატესია მოსახლეობის ჯანმრთელობა, ამიტომ წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც არის პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერება ირანთან, ჩინეთთან... რა თქმა უნდა, ეს ზომები არის დამაზიანებელი ეკონომიკისთვის”, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (GICCI) დირექტორთა საბჭოს წევრმა ვანო მთვრალაშვილმა კი BM.GE-ისთან საუბრისას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე კორონავირუსის ეფექტზე გაამახვილა ყურადღება:

“საზღვრის ჩაკეტვა, თუნდაც ეს არაპირდაპირი იყოს, რა თქმა უნდა, თავდაპირველად პრობლემებს შექმნის. საგზაო ბიტუმის მაგალითზე რომ განვიხილოთ, რომელიც საიმპორტო საქონლის ჯგუფში არის პირველი და 2019 წელს 50 მლნ დოლარის ღირებულების ბიტუმი შემოვიდა ქვეყანაში. ამ პროდუქტით იწყება გზების დაგება და ალბათ 90% ირანიდან შემოდის. შესაძლოა, ალტერნატიული გზები გამოინახოს, თუმცა ამას გავლენა ექნება”, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

ჩვენ გირჩევთ

მზადება ახალი ნახტომისთვის

ნავთობისა და ენერგობირჟები კორონავირუსის გავლენას განიცდიან

მზადება ახალი ნახტომისთვის

მზადება ახალი ნახტომისთვის

წინა სტატია

iPhone-ის მწარმოებელი Foxconn-ი დღეში მილიონობით პირბადეს აწარმოებს
27 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

Hong Kong plans $15 billion spending to support its economy amid coronavirus outbreak
27 თებერვალი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker