ჰონგ-კონგი გეგმავს 15 მლრდ დოლარის გამოყოფას კორონავირუსის ფონზე ეკონომიკის მხარდასაჭერად

ჰონგ-კონგის მთავრობა კორონავირუსის და ანტისამთავრობო აქციების გამო დაზარალებული ეკონომიკის მხარდასაჭერად 15 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს.

„ჩვენ უნდა მივიღოთ გადამწყვეტი ზომები ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად“, - განაცხადა ჰონგ-კონგის ფინანსთა მდივანმა პოლ ჩანმა.

მისივე თქმით, მიღებული ზომებით დაეხმარებიან ბიზნესებს, დასაქმებულებს და ოჯახებს. მათ შორის მთავრობა შესთავაზებს დაბალ საპროცენტო განაკვეთებს მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს.

დაგეგმილი დეფიციტი მომავალი ფინანსური წლისთვის, რომელიც აპრილში იწყება, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე $37.8 მლრდ ფისკალური დეფიციტი, რაც მოსალოდნელი იყო მიმდინარე ფინანსური წლისთვის.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის ეკონომიკამ პირველად ბოლო ათწლეულის მანძილზე მაშინ განიცადა რეცესია, როდესაც მშპ-ს 2.8%-იანი წლიური კლება დაფიქსირდა გასული წლის მესამე კვარტალში. მეოთხე კვარტალში ჰონგ-კონგის მშპ-ი 2,9%-ით დაეცა.

წყარო: cnbc

ჩვენ გირჩევთ

რომელი ქვეყნების მოსახლეობა გამდიდრდა ყველაზე მეტად 2019 წელს

ნავთობისა და ენერგობირჟები კორონავირუსის გავლენას განიცდიან

რომელი ქვეყნების მოსახლეობა გამდიდრდა ყველაზე მეტად 2019 წელს

რომელი ქვეყნების მოსახლეობა გამდიდრდა ყველაზე მეტად 2019 წელს

წინა სტატია

Largest factory in Europe manufacturing solar panels in Kutaisi
27 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

ბაზრის ამბიციური მოთამაშე
28 თებერვალი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker