შარაპოვა სპორტიდან წავიდა - მან კარიერის მანძილზე $325 მლნ გამოიმუშავა

ჩოგბურთის ვარსკვლავმა მარია შარაპოვამ სპორტიდან წასვლის შესახებ განაცხადა. 32 წლის შარაპოვას ხუთი დიდი სლემი აქვს მოგებული, ის ასევე Forbes-ის მიერ დასახელებულია ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ სპორტსმენად 11 წლის განმავლობაში. მას კარიერის მანძილზე 325 მლნ დოლარი აქვს გამომუშავებული.

შარაპოვა მსოფლიო სპორტულ სცენაზე 2004 წელს გამოჩნდა, როდესაც მან სერენა უილიამი 17 წლის ასაკში დაამარცხა და “უიმბლდონი” მოიგო. მისი სპონსორი მაშინ Nike და Prince იყო, თუმცა, ეს რეალობა მალევე შეიცვალა. შარაპოვა მარკეტერების ოცნებად იქცა. მან მოგვიანებით შეთანხმებები გააფორმა Tag Heuer-თან, Canon-თან , Motorola-სთან, Colgate-Palmolive-თან და სხვებთან. ამას მოჰყვა სასპონსორო შეთანხმებები Land Rover-თან, PepsiCo-სთან და Sony-სთან.

შარაპოვა უდიდესი ვარსკვლავი გახდა WTA ტურნირებზე. მან თავისი ცნობადობა გამოიყენა და ტკბილეულობის მწარმოებელი საკუთარი ბრენდი Sugarpova შექმნა.

გარდა ამისა, მარია შარაპოვა უდიდესი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში. მას Facebook-ზე 15 მლნ მიმდევარი ჰყავს. მის მიერ გამომუშავებულმა თანხამ 2015 წელს 30 მლნ დოლარს მიაღწია, 2016 წელს კი მას სისხლში აკრძალული ნივთიერება მელდონიუმი აღმოუჩინეს, რომელიც მაშინ ცოტა ხნით ადრე მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აკრძალულ ნივთიერებათა სიაში ჰქონდა შეტანილი. მაშინ შარაპოვამ განაცხადა, რომ ის აღნიშნულ ნივთიერებას ათწლეულის განმავლობაში იღებდა დიაბეტის გამო. აღნიშნულის გამო, ის სპორტიდან 15 თვით გარიცხეს.

ამის შემდეგ ისეთმა სპოსორებმა, როგორიცაა მაგალითად Tag Heuer-ი შარაპოვასთან კავშირი შეწყვიტა. სპორტსმენი 2017 წელს დაუბრუნდა ჩოგბურთს, თუმცა, მხარის დაზიანების გამო, ის კარგად თამაშს ვეღარ ახერხებდა.

შარაპოვამ გასულ წელს 15 მატჩი ითამაშა, მიმდინარე კვირას ის რეიტინგში 373-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. მისი ბოლო შეჯიბრი გასულ თვეს ავსტრალიის ღია პირველობა იყო, სადაც ის პრველივე რაუნდში დამარცხდა.

მარია შარაპოვა სპორტიდან მიდის ხუთი დიდი სლემის ტიტულით, მას ოთხივე მნიშვნელოვანი ტურნირის ტიტული აქვს მოგებული. ის მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგნად ხუთჯერ აღიარეს.

“ჩოგბურთმა მაჩვენა მსოფლიო და მაჩვენა რა ვიყავი მე. ამგვარად, მე ჩემი თავი გამოვცადე და გავზომე თუ რამდენად შემეძლო გაზრდა”, - დაწერა შარაპოვამ “ტვიტერზე” ორი დღის წინ.

შარაპოვას წარმატებას ახლა მისი კომპანია Sugarpova აგრძელებს. 2019 წლის მონაცემებით, კომპანიის შემოსავლების 20 მლნ დოლარამდე ზრდას ელოდებიან.

ჩვენ გირჩევთ

სახმელეთო და საჰაერო შეზღუდვები ირანთან - კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ბაზრის ამბიციური მოთამაშე

სახმელეთო და საჰაერო შეზღუდვები ირანთან - კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

სახმელეთო და საჰაერო შეზღუდვები ირანთან - კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

წინა სტატია

Maria Sharapova Retires From Tennis With $325 Million In Career Earnings
28 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია “ფინანსები“
28 თებერვალი, 2020
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker