ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგი "საქართველოს კაპიტალი" სარესტორნო ბიზნესშიც შევიდა

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი "საქართველოს კაპიტალი" სარესტორნო ბიზნესშიც შევიდა. ამის შესახებ ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის მიხედვით, "საქართველოს კაპიტალის" შვილობილი კომპანია, რომელიც ტურიზმის სფეროში საქმიანობს, ცნობილი შეფ- მზარეულის თეკუნა გაჩეჩილაძის 4 რესტორნის პარტნიორი გახდა.

"საქართველოს კაპიტალის" წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის დეკემბერში მათი სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი თეკუნა გაჩეჩილაძის 4 რესტორნის 50%-იან პარტნიორად შევიდა. გარიგების მთლიანი ღირებულება 1.3 მილიონი ლარია.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის აგვისტოში ჯგუფმა 16 მლნ ლარად "ალავერდის მეღვინეობა" შეიძინა, ხოლო 2019 მარტში $3.65 მლნ-ად მათ ლუდი ყაზბეგის ბრენდი შეიძინეს.

 

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups  შემოდის

ბაზრის ამბიციური მოთამაშე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups  შემოდის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups შემოდის

წინა სტატია

These are the top 10 richest places in America
03 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

ივანიშვილმა 21 თებერვლის შემდეგ $200 მლნ დაკარგა
03 მარტი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker