Forbes Georgia - ფორბს საქართველო

2019 წელს საქართველოში 1.3 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 1 268 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 0.2%-ით (2.5 მლნ დოლარით) მეტია 2018 წლის მონაცემებზე. 2017 წელთან შედარებით ინვესტიციები 35%-ით არის შემცირებული.

ცალკე აღებულ 2019 წლის მეოთხე კვარტალში, 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 2-ჯერ მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ჯამში 347 მლნ დოლარის.

2019 წელს ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (248 მლნ დოლარი), თურქეთი (237 მლნ დოლარი) და ირლანდია (133 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად თურქეთიდან (+187 მლნ დოლარი) და ირლანდიიდან (+130 მლნ დოლარი) გაიზარდა. ყველაზე მეტად შემცირდა აზერბაიჯანიდან (-208 მლნ დოლარი) და ნიდერლანდებიდან (-155 მლნ დოლარი).

გრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით, 2019 წელი, მლნ დოლარი

          slide37

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში (262 მლნ დოლარი), ენერგეტიკაში (194 მლნ დოლარი) და სასტუმროებსა და რესტორნებში (158 მლნ დოლარი). ყველაზე დიდი ზრდა სათამაშო ბიზნესში და სასტუმროებსა და რესტორნებშია, ჯამში 200 მლნ დოლარით, ხოლო ყველაზე დიდი შემცირება უძრავი ქონების და ტრანსპორტის სექტორებშია, ჯამში 296 მლნ დოლარით.

გრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით, 2019 წელი, მლნ დოლარი

          slide36

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს

წინა სტატია

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს
10 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

LSE-ზე ქართული კომპანიების აქციებმა ზრდა დაიწყო
10 მარტი, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker