მსოფლიოს 10-მა უმდიდრესმა ადამიანმა $38 მლრდ იზარალა

კორონავირუსის საფრთხეების გამო მსოფლიოს უმდიდრესმა 10-მა ადამიანმა ორშაბათს $37.7 მლრდ იზარალა. საფონდო ბირჟები, კერძოდ, S&P 500 და Dow Jones-ი დაახლოებით 8%-ით დაეცა.

დღის ყველაზე დაზარალებული ბერნარ არნო იყო, რომლის ქონებაც $6 მლრდ-ით შემცირდა, ანუ დაახლოებით 6%-ით. LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოში რიგით მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ორშაბათს $92,6 მლრდ-მდე ჩამოვიდა, მაშინ როდესაც წინა პარასკევს $98.6 მლრდ იყო.

რაც შეეხება ყველაზე მდიდარ ადამიანს მსოფლიოში, ჯეფ ბეზოსმა $5.6 მლრდ დაკარგა. მისი კომპანიის Amazon-ის აქციები 5%-ზე მეტად შემცირდა, და ორშაბათის შედეგების მიხედვით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა ბოლო ორი თვის მანძილზე.

ამას გარდა, ორშაბათს ლეგენდარული ინვესტორის, უორენ ბაფეტის ქონებამ $5.4 მლრდ-ით იკლო. ბაფეტმა ორი კვირის წინ, კორონავირუსს „შემზარავი რამ“ უწოდა და განაცხადა, რომ ეპიდემია ამერიკულ კომპანიებს და ეკონომიკას უდიდეს საფრთხეს უქმნის. შექმნილი ვითარების გამო, მისი კონგლომერატის Berkshire Hathaway-ის აქციები წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

მექსიკელმა ტელემაგნატმა კარლოს სლიმმა კი დაახლოებით $5 მლრდ დაკარგა, რაც მისი ქონების 8%-ს შეადგენს. ხოლო ესპანელმა ამანსიო ორტეგამ $4 მლრდ იზარალა. შედეგად ორტეგას ქონება ახლა უკვე $67.5 მლრდ-დეა ჩამოსული.

10 უმდიდრესი ადამიანის ზარალი სრულად შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ჯეფ ბეზოსი, Amazon, შემცირდა $5.6 მილიარდით

2. ბილ გეითსი, Microsoft, შემცირდა $3.8 მილიარდით

3. ბერნარ არნო, LVMH, შემცირდა $6.0 მილიარდით

4. უორენ ბაფეტი, Berkshire Hathaway, შემცირდა $5.4 მილიარდით

5. ამანსიო ორტეგა, Zara, შემცირდა $2.8 მილიარდით

6. მარკ ცუკერბერგი, Facebook, შემცირდა $4.2 მილიარდით

7. ლარი ელისონი, Oracle, შემცირდა $1.8 მილიარდით

8. კარლოს სლიმი, Grupo Carso, შემცირდა $4.8 მილიარდით

9. მაიკლ ბლუმბერგი, Bloomberg LP

10. ლარი პეიჯი, Google, შემცირდა $3.3 მილიარდით.

ჩვენ გირჩევთ

შარაპოვა სპორტიდან წავიდა - მან კარიერის მანძილზე $325 მლნ გამოიმუშავა

ნავთობის ფასი თითქმის 30%-ით დაეცა

შარაპოვა სპორტიდან წავიდა - მან კარიერის მანძილზე $325 მლნ გამოიმუშავა

შარაპოვა სპორტიდან წავიდა - მან კარიერის მანძილზე $325 მლნ გამოიმუშავა

წინა სტატია

LSE-ზე ქართული კომპანიების აქციებმა ზრდა დაიწყო
10 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

The World’s 10 Richest Billionaires Lose $38 Billion On Coronavirus-Spurred ‘Black Monday’
10 მარტი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker