ბილ გეითსიდან ჯეკ მამდე - მილიარდერების მცდელობა კორონავირუსთან ბრძოლისთვის

მილიარდერები მილიონობით დოლარს ხარჯავენ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, რომელმაც უკვე 110 000-ზე მეტი ადამიანი დააინფიცირა და 3900-ზე მეტის სიცოცხლე შეიწირა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საფონდო ბირჟები ეცემა და მდიდარი ადამიანების ზარალი მილიარდებს ითვლის, მდიდრებმა მაინც გადაწყვიტეს გარკვეული თანხა გაიღონ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მათ შორის განსაკუთრებულად დიდია ბილ და მელინდა გეითსების ფონდის დონაცია, რომელიც 100 მილიონ დოლარს მოიცავს.

გეითსების მიერ გამოყოფილი თანხა ხმარდება მსოფლიოში კორონავირუსის მკურნალობისთვის საჭირო ნაბიჯებს, ასევე ინფრასტრუქტურას აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, რაც პაციენტების მკურნალობისთვისაა საჭირო და ამასთან ვაქცინის შექმნას.

ბილ გეითსმა არაერთხელ განაცხადა, რომ მსოფლიო არ არის საკმარისად აღჭურვილი, რათა პანდემიის მართვა შეძლოს. გეითსის მოსაზრებით, კრიზისის შესაჩერებლად, საჭიროა გაიგზავნოს მაღალკვალიფიციური ჯანდაცვის წარმომადგენლები აფრიკის და სამხრეთ აზიის დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში.

კიდევ ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ჰონგ-კონგელმა ლი კაშინმა გასულ თვეს განაცხადა, რომ მზად არის გამოყოს 13 მილიონი დოლარი, რათა დაეხმაროს ჩინეთის ქალაქ უხანში მედიკოსებს კორონავირუსთან ბრძოლაში. ის გეგმავს დონაცია ჩინეთში წითელი ჯვრის საზოგადოებას გადასცეს, რომელიც ჩინური არასამთავრობო ორგანიზაციაა.

Alibaba-ს დამფუძნებელმა, ჯეკ მამ კი $14,5 მილიონის ოდენობის დახმარების პირობა დადო, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნას უნდა მოხმარდეს. აღნიშნულის შესახებ მან ჯერ კიდევ 30 იანვარს განაცხადა. გამოყოფილი დონაციის შედეგად ორი ჩინური სამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია მიიღებს $5.8 მილიონის ოდენობის თანხას ვაქცინაზე მუშაობისთვის. „ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლა კაცობრიობასა და დაავადებას შორის არის გრძელი გზა. ეს თანხა დაეხმარება სხვადასხვა სამედიცინო კვლევებს და დაავადების პრევენციას“, - დაწერა ჯეკ მამ.

რაც შეეხება დიზაინერ ჯორჯო არმანის, მან 1,25 მილიონი ევრო იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით გამოყო. 85 წლის მილიარდერმა საჩუქრად თანხა ორ საავადმყოფოს და კვლევით ინსტიტუტს გადასცა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო, სწორედ იტალიაში არის ყველაზე მეტი მსხვერპლი ჩინეთის შემდეგ.

Businessinsider

ჩვენ გირჩევთ

თურქეთის უმდიდრესი ადამიანები Forbes-ის მიხედვით

ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია Raisin-ის დეპოზიტებმა 20 მლრდ ევროს გადააჭარბა

თურქეთის უმდიდრესი ადამიანები Forbes-ის მიხედვით

თურქეთის უმდიდრესი ადამიანები Forbes-ის მიხედვით

წინა სტატია

The World’s 10 Richest Billionaires Lose $38 Billion On Coronavirus-Spurred ‘Black Monday’
10 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

Billionaires from Bill Gates to Jack Ma are donating millions to help alleviate the coronavirus crisis
10 მარტი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker