ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე ევროპარლამენტის წამყვანი წევრების განცხადება

"გასული კვირა დღე გარდამტეხი გარდამტეხი იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები - ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით - საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმდნენ.

შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საარჩევნო სისტემა დაფუძნებულია 120  პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატზე. ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა.პროპორციული არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს.

ვულოცავ ამ ზოგჯერ რთული პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს, რომ მათ უპირატესობა მიანიჭეს თავისი ქვეყნის და მისი მოქალაქეების ინტერესებს. ასევე მადლობას ვუხდით დიპლომატებს, ვინც ღირებული მედიაციის საშუალებით ამ პროცესს ფასილიტაცია გაუწია - კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, მის აღმატებულებას კარლ ჰარცელს.

ასევე, მოხარულნი ვართ ავღნიშნოთ, რომ ხელმომწერებმა აიღეს ვალდებულება ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და თავიდან აიცილონ ისეთი ქმედებები, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც საქართველოში მიმდინარე სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია. კვლავ გვსურს ავღნიშნოთ სასამართლო სისტემისადმი ნდობის დამყარების მნიშვნელობა და მოვუწოდოთ საკვანძო თანამდებობებზე ისეთი დანიშვნების თავიდან აცილება, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუწყობს.

მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, სრულად განახორციელონ შეთანხმება და უზრუნველყონ პარლამენტის მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებელი მიღება, რომ მომდევნო არჩევნები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდეს, რადგან ეს ნაბიჯები საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემდგომი შემცირებისა და მისი დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის იქნება. ასევე შეგახსენებთ, რომ პლურალისტული და დაბალანსებული მედია უმნიშვნელოვანესია შეუფერხებელი და წარმატებული საარჩევნო პროცესისთვის.“

განცხადებას ხელს აწერენ:

დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალჯურანდი (სოციალისტები და დემოკრატები, ესტონეთი), ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე.

სვენ მიქსერი (სოციალისტები და დემოკრატები, ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივმომხსენებელი საქართველოს საკითხებზე ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანე /ევროპის თავისუფალი ალიანსი, გერმანია), საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტის წამყვანი წევრი.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს

კომპლაენსი ქართულ ბიზნესში

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს

წინა სტატია

Warren Buffett counts Bill Gates, LeBron James and George Lucas among his investors
10 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

Statement: the situation in Georgia Statement by leading MEPs on EU-Georgia relations on the conclusion of an agreement between the representatives of the ruling party and the opposition on the electoral system in Georgia
10 მარტი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker