თიბისი ბანკის გადახდების კომპანია უზბეკეთში 1,8 მლნ მომხმარებელს ემსახურება

თიბისი ბანკის გადახდების კომპანია Payme უზბეკეთში 1,8 მლნ მომხმარებელს ემსახურება. როგორც ბანკის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, Payme-ის მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია.

“ჩვენ გავდივართ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვმუშაობთ ეკოსისტემების განვითარებაზე, აქედან გამომდინარე, ვქმნით ისეთ სისტემებს, რომ კარგად გავაანალიზოთ პოტენციური რისკები და ბოლოს დადებითი შედეგი მივიღოთ“, - აღნიშნა თიბისი ბანკის რისკების მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო მასურაშვილმა Forbes-თან ინტერვიუში, - “ჩვენი აპეტიტი იმის მიხედვით უნდა ვმართოთ, თუ როგორი სურათის ნაწილია კონკრეტული რისკი”.

თიბისი ბანკმა უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია 2019 წელს მოიპოვა. საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას ბანკი 2020 წლის ზაფხულში გეგმავს.  

ჩვენ გირჩევთ

საბროკერო საქმიანობაში ცნობილი დევიდ ჩეისი RIPCO-ს გუნდის წევრი გახდა

კომპლაენსი ქართულ ბიზნესში

საბროკერო საქმიანობაში ცნობილი დევიდ ჩეისი RIPCO-ს გუნდის წევრი გახდა

საბროკერო საქმიანობაში ცნობილი დევიდ ჩეისი RIPCO-ს გუნდის წევრი გახდა

წინა სტატია

სახელმწიფო - მენეჯერის როლში
13 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ბრიტანეთში ახალი გადასახადის გადახდა მოუწევთ
13 მარტი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker