Forbes Georgia - ფორბს საქართველო

საფრანგეთი სტარტაპების დასახმარებლად $4.3 მლრდ-ს დახარჯავს

საფრანგეთის ციფრული ეკონომიკის მინისტრმა საინვესტიციო ბანკ  Bpifrance -თან ერთად სტარტაპების დასახმარებლად მხარდაჭერის მრავლისმომცველი გეგმების შესახებ განაცხადა. კერძოდ, საფრანგეთის მთავრობას სურს სტარტაპებს, რომელთაც წინ რთული პერიოდი ელით, დაეხმაროს რეფინანსირებასა და ლიკვიდორობის კუთხით. ამისთვის დაახლოებით $4.3 მლრდ დაიხარჯება.  

"სტარტაპები მზარდი ნაწილია ეკონომიკის, განსაკუთრებით სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. ისინი ასევე ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებზე მუშაობენ, რაც განსაკუთრებით გამოსადეგია კარანტინის პირობებში, ეს იქნება ტელემედიცინა, დისტანციური მუშაობა თუ მიტანის სერვისი“, - განაცხადა ციფრული ეკონომიკის მინისტრმა, სედრიკ ომ.

შეგახსენებთ, საფრანგეთმა ფართო ეკონომიკური მხარდაჭერის გეგმის შესახებ უკვე განაცხადა. კომპანიები, რომელთაც შემოსავლების პრობლემები შეექმნათ, შეუძლიათ დროებით არ გადაიხადონ გადასახადები, მათ შორის ქირისა და კომუნალურის გადასახადები. მთავრობა $320 მლრდ-ის მობილიზებას აპირებს ლიკვიდურობის მხარდაჭრის კუთხითაც.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ თუ კომპანია იძულებული გახდა ოპერირება შეეჩერებინა, ქვეყანას აქვს მოკლევადიანი სამუშაო სქემა შემუშავებული, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულები 84-100% ხელფასს მაინც აიღებენ.

ჩვენ გირჩევთ

ADB: განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა საქართველოს სწრაფად დავეხმაროთ

შეთანხმება სენატსა და თეთრ სახლს შორის - ეკონომიკის სტიმულირებისთვის $2 ტრილიონი დაიხარჯება

ADB: განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა საქართველოს სწრაფად დავეხმაროთ

ADB: განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა საქართველოს სწრაფად დავეხმაროთ

წინა სტატია

ADB: განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა საქართველოს სწრაფად დავეხმაროთ
26 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

France announces $4.3B plan to support startups
26 მარტი, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker