Forbes Georgia - ფორბს საქართველო

Tesla ნიუ-იორკის ქარხანას სასუნთქი აპარატების წარმოების მიზნით მალე აამუშავებს

Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის რაც შეიძლება მალე ნიუ-იორკში მდებარე "გიგაქარხანას“ ხელახლა გახსნის, რათა დაიწყოს სასუნთქი აპარატების წარმოება. „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენს ძალებს არ აღემატება, რათა დავეხმაროთ ნიუ-იორკის მცხოვრებლებს“, - განაცხადა მასკმა.

აღნიშნულის შესახებ Tesla-ს ხელმძღვანელმა მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ მასკს მიმართა თხოვნით დახმარებოდა სასუნთქი აპარატების მომარაგებაში.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკი კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, სადაც უკვე დაახლოებით 300 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ხოლო დაინფიცირებულია 30 000-ზე მეტი ადამიანი. დაინფიცირების დიდი რაოდენობის გამო, ნიუ-იორკში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია.

შექმნილი ვითარების გამო, ნიუ-იორკის გუნერბატორმა ენდრიუ კუომომ 20 მარტიდან ყველა არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიზნესის დახურვის ბრძანება გასცა, რათა ვირუსის გავრცელება შეეჩერებინათ. ამასთან, თეთრი სახლის კოორდინატორმა კორონავირუსის საკითხებში, დებორა ბირქსმა განაცხადა, რომ ყველა ვინც ნიუ-იორკში იმყოფებოდა, 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს.

შეგახსენებთ, Tesla ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანიაა იმათ შორის, რომლებიც აშშ-ის შექმნილი დეფიციტის გამო სამედიცინო აღჭურვილობით ამარაგებენ. მაგალითად, Apple-ი 10 მლნ დამცავი პირბადის დონაციის შესახებ აცხადებს, Facebook-ი კი 720 000 პირბადის დონაციას გეგმავს.

ჩვენ გირჩევთ

Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინ გაყიდვაშია

Twitter -ი აპირებს $1 მლნ-ს ოდენობის დონაციას ჟურნალისტიკის დასახმარებლად

Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინ გაყიდვაშია

Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინ გაყიდვაშია

წინა სტატია

Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინ გაყიდვაშია
26 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

Elon Musk says Tesla's New York Gigafactory will reopen and start producing ventilators 'as soon as humanly possible'
26 მარტი, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker