რამდენი იქნებოდა 2014 წელს Alibaba-ში ინვესტირებული $1000 დღეს?

ინვესტორებმა, რომლებიც ფლობენ აქციებს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამკაოდ დიდი მოგება ნახეს. ამ მხრივ განსაკურებით გამოკვეთილი ლიდერებიც არიან.

ამ მხრივ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტი კომპანია Alibaba Group Holding, რომელმაც აქციების პირველადი შეთავაზება (IPO) 2014 წელს განახორციელა.

Alibaba 1999 წელს დაარსდა და ბირჟაზე აქციების პირველადი შეთავაზება 2014 წელს სექტემბერში განახორციელა. ეს კომპანია 2010-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროფილური შემთავაზებელი იყო. მაშინ კომპანიამ $21.8 მილიარდი შეაგროვა ისტორიაში უმსხვილესი აქციების პირველადი შეთავაზებით.

2015 წელს კომპანიის აქციები ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, თუმცა, შემდეგ უკვე დაიწყო მრავალწლიანი ზრდა და გაძლიერება როგორც ონლაინ გაყიდვების კუთხით, ასევე ე.წ ქლაუდ სერვისით. 2018 წელს კი Alibaba-ს აქციების ფასი $211.13-ს მიუახლოვდა, ეს მანამ ვიდრე აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი დაიწყებოდა.

2020 წლის დასაწყისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმებამ Alibaba-ს აქციები ყველაზე მაღალ ნიშნულამდე აიყვანა მისი არსებობის ისტორიაში და $231.14 შეადგინა.

თუმცა, სამწუხაროდ, მას შემდეგ აქციების ფასი ისევ დაეცა კორონავირუსის გამო დაახლოებით $219.42-მდე.

მიუხედავად ამისა, Alibaba-ს აქციების პირველადი შეთავაზება კვლავ მიჩნეულია უდიდეს შესაძლებლობად ბოლო ათწლეულის განმავლობაში. 2014 წელს $1000-ის ღირებულების აქციები დღეს დაახლოებით $3,223 იქნებოდა.

ანალიტიკოსები Alibaba-ს აქციების ზრდას მიმდინარე წელსაც ელოდებიან.

ჩვენ გირჩევთ

კერძო კაპიტალის ბაზარი საქართველოში ვითარდება – “სინერჯი კაპიტალის“ და მისი აქციონერების როლი

ეკონომიკის განვითარების სამი შესაძლო ალტერნატივა – PMCG-ის შეფასება

კერძო კაპიტალის ბაზარი საქართველოში ვითარდება – “სინერჯი კაპიტალის“ და მისი აქციონერების როლი

კერძო კაპიტალის ბაზარი საქართველოში ვითარდება – “სინერჯი კაპიტალის“ და მისი აქციონერების როლი

წინა სტატია

Facebook to launch new shopping feature across apps
20 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

Here's How Much Investing $1,000 In The 2014 Alibaba IPO Would Be Worth Today
20 მაისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker