ამერიკელი მილიარდერები პანდემიის დროს $434 მლრდ-ით გამდიდრდნენ

ამერიკელი მილიარდერები პანდემიის პერიოდში – მარტის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე - $434 მილიარდით გამდიდრდნენ. ამის შესახებ CNBC ახალ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომელიც Forbes-ის მონაცემებს იყენებს. 

ამერიკელ მილიარდერებს შორის ყველაზე მეტი მოგება Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა და Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა მიიღეს. კერძოდ, ბეზოსი $34.6 მილიარდით გამდიდრდა, ცუკერბერგი კი $25 მილიარდით. ყველაზე მეტად გამდიდრებული ამერიკელი მილიარდერების ხუთეულს შორის არიან ასევე უორენ ბაფეტი, ლარი ელისონი და ბილ გეითსიც.

ამ ციფრებით ნათლად ჩანს, თუ რა რაოდენობის მოგება მოუტანა ტექნოლოგიურ კომპანიებს კორონავირუსის პანდემიამ, მიუხედავად იმისა, რომ მან ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი და უმუშევრობის მაღალი დონე გამოიწვია.

ანგარიშის მიხედვით, ამერიკელი მილიარდერების ქონება ჯამში 15%-ით გაიზარდა ორი თვის განმავლობაში, რაც რიცხვებში $2.948 ტრილიონიდან $3.382 ტრილიონამდე ზრდას გულისხმობს.

ელონ მასკის ქონება ამერიკელ მილიარდერებს შორის პროცენტულად ყველაზე მეტი მაჩვენებლით გაიზარდა, კერძოდ 48%-ით. ცუკერბერგის 46%-ით, ბეზოსის 31%-ით, ხოლო ბეზოსის ყოფილი ცოლის მაკენზის ქონება მესამედით და $48 მილიარდი შეადგინა.

პანდემიის ორი თვის განმავლობაში მოგებულების გარდა, იყვნენ წაგებული მილიარდერებიც, რომლებსაც ბიზნესები მოგზაურობის, სტუმარმასპინძლობისა და რითეილის სექტორში აქვთ. მაგალითად რალფ ლორენის ქონება $100 მილიონით შემცირდა და $5.6 მილიარდი შეადგინა, ჰოტელიერი ჯონ პრიტზკერის ქონება კი $34 მილიონით შემცირდა და $2.56 მილიარდი შეადგინა.

ჩვენ გირჩევთ

რამდენი იქნებოდა 2014 წელს Alibaba-ში ინვესტირებული $1000 დღეს?

"ლიბერთიმ“ ბარათით POS-ტერმინალებიდან თანხის განაღდების სერვისი დაამატა

რამდენი იქნებოდა 2014 წელს Alibaba-ში ინვესტირებული $1000 დღეს?

რამდენი იქნებოდა 2014 წელს Alibaba-ში ინვესტირებული $1000 დღეს?

წინა სტატია

American billionaires got $434 billion richer during the pandemic
22 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

Buffett, Soros, and other billionaire investors made big moves last quarter
22 მაისი, 2020
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker