მისურის სასამართლომ Johnson&Johnson-ს $2 მილიარდიანი კომპენსაცია დააკისრა

მისურის შტატის სააპელაციო სასამართლომ Johnson&Johnson-ს $2 მილიარდიანი კომპენსაცია დააკისრა იმ ქალების სასარგებლოდ, რომელებიც ამტკიცებდნენ, რომ ამ ბრენდის ტალკის მოხმარების გამო საკვერცხის კიბოთი დაავადდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, Johnson&Johnson-მა ცნობილი საბავშვო პუდრი, ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვებიდან ამოიღო. კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, კომპანია მისურის უმაღლესი სასამართლოს ვერდიქტს კატეგორიულად არ ეთანხმება და დავას უფრო მაღალ ინსტანციებში გააგრძელებს.

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ტალკი უსაფრთხოა, არ შეიცავს აზბესტს და არ იწვევს სიმსივნეს“, – განაცხადა Johnson&Johnson-ის პრესსპიკერმა.

ხოლო მოსარჩლეების ადვოკატის მარკ ლანირის რჩევაა, რომ მომხმარებლებმა საბავშვო პუდრი აღარ გამოიყენონ. აღსანიშნავია, რომ მანამდე, ვიდრე სასამართლო დაიწყებოდა 6 მოსარჩელე გარდაიცვალა სიმსივნით, ხოლო კიდევ ხუთი ქალი მას  შემდეგ რაც 2018 წელს პირველი სასამართლო პროცესი დასრულდა.

კომპანიის წინააღმდეგ მარტის მონაცემებით, ამ საკითხზე 19 000 სარჩელი იყო შესული. ცალკეულ შემთხვევებში პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა Johnson&Johnson-ი, თუმცა, სააპელაციო სასამართლოში ის მაინც აგებდა თითქმის ყველა შემთხვევაში.

ჩვენ გირჩევთ

Disneyland-ის პარკები აშშ-ში 17 ივლისსაც ვერ გაიხსნება

სიახლეები, რაც Apple-მა დააანონსა

Disneyland-ის პარკები აშშ-ში 17 ივლისსაც ვერ გაიხსნება

Disneyland-ის პარკები აშშ-ში 17 ივლისსაც ვერ გაიხსნება

წინა სტატია

How they made their first million dollars
25 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

Women With Cancer Awarded Billions in Baby Powder Suit
26 ივნისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker