Google-ი $2 მილიარდის ინვესტირებას აპირებს პოლონურ მონაცემთა ცენტრში

Google-ი დაახლოებით $2 მილიარდის ინვესტირებას აპირებს პოლონურ მონაცემთა ცენტრში. ამის შესახებ პოლონური მედია წერს.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს Microsoft-მაც განაცხადა, რომ ის პოლონურ მონაცემთა ცენტრში $1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავდა, ვინაიდან კორპორაცია აპირებს ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში ყველაზე მსხვილ ტექნოლოგიურ ჰაბში პოზიციების გამყარებას. კომპანია რეგიონში მონაცემთა პირველ ცენტრს გახსნის, რომელიც ციფრულ სერვისებს შესთავაზებს როგორც სამთავრობო, ისე ბიზნეს სექტორს.

"ჩვენი მთავარი მიზანია დავაჩქაროთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პოლონეთის ტექნოლოგიურ ცენტრად ფორმირება. მე ღრმად მწამს, რომ Microsoft-ის ინვესტიცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის შიდა წარმოებისთვის, საჯარო ინსტიტუციებისა და საგანმანათლებლო სისტემისთვის, რაც მათ ციფრული ტრანსფორმაციისა და ახალი სამუშაო სტანდარტების დანერგვის საშუალებას მისცემს “ – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მათეუს მორავიეცკიმ.

აღნიშული პროექტის ფარგლებში, Microsoft გეგმავს ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე 150 000-მდე პოლონელი მოქალაქის პროფესიულ გადამზადებას, რაც გულისხმობს მათ ონლაინ სასწავლო პროგრამებში, ვორქშოპებსა და ჰაკათონებში ჩართვას.

ჩვენ გირჩევთ

მომდევნო თვეებში იმპორტი უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე შემოდინებები – თიბისი კაპიტალი

COVID-19-ის გავლენა სარეკლამო დანახარჯებზე

მომდევნო თვეებში იმპორტი უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე შემოდინებები – თიბისი კაპიტალი

მომდევნო თვეებში იმპორტი უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე შემოდინებები – თიბისი კაპიტალი

წინა სტატია

მომდევნო თვეებში იმპორტი უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე შემოდინებები – თიბისი კაპიტალი
26 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

სიდნეიში ხის ცათამბჯენის აშენებას აპირებენ
26 ივნისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker