Coca-Cola რეკლამის განთავსებას ყველა სოციალურ მედიაში აჩერებს

Coca-Cola ყველა სოციალურ მედიაში გლობალურად რეკლამირებას აჩერებს. როგორც CNBC წერს, კომპანია რეკლამების განთავსებას პლატფორმებზე მინიმუმ ერთი თვით შეაჩერებს. როგორც Coca-Cola-ში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება იმ საერთო ბოიკოტს, რასაც მსხვილი კომპანიები Facebook-ს უცხადებენ.

შეგახსენებთ, უმსხვილესი კომპანიები Facebook-ზე რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ, ვინაიდან ისინი სოცქსელს სიძულვილის ენის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ამ კომპანიებს შორისაა Verizon-ი, Patagonia, REI, Lending Club-ი და The North Face-ი.

"რასიზმის ადგილი მსოფლიოში არაა, არც სოციალურ მედიაში. ჩვენ ვაჩერებთ რეკლამირებას ყველა სოციალური მედიის პლატფორმაზე მსოფლიოს მასშტაბით, მინიმუმ 30 დღით. ჩვენ ამ დროს გამოვიყენებთ ჩვენი სარეკლამო პოლიტიკის გადალაგებისთვის. ამასთან, ჩვენ ველოდებით უფრო მეტ პასუხისმგებლობას და გამჭვირვალობას ჩვენი სოციალური მედია პარტნიორებისგან“, – განაცხადა Coca-Cola-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა და თავმჯდომარემ ჯეიმს ქუინსიმ.

ჩვენ გირჩევთ

ინდოეთი Facebook-ს Jio Platforms-თან $5.7-მილიარდიანი გარიგების ნებას რთავს

Google-ი $2 მილიარდის ინვესტირებას აპირებს პოლონურ მონაცემთა ცენტრში

ინდოეთი Facebook-ს Jio Platforms-თან $5.7-მილიარდიანი გარიგების ნებას რთავს

ინდოეთი Facebook-ს Jio Platforms-თან $5.7-მილიარდიანი გარიგების ნებას რთავს

წინა სტატია

What to Expect This Week
29 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

Coca-Cola pauses advertising on all social media platforms globally
29 ივნისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker