აშშ-ის საბიუჯეტო დეფიციტი რეკორდულ ნიშნულზეა

ფედერალური შემოსავლის კლებისა და ხარჯების ზრდის შედეგად, ივნისის თვეში აშშ-ის საბიუჯეტო დეფიციტმა რეკორდულ ნიშნულს - $864 მილიარდს მიაღწია.

პანდემიამდე, საბიუჯეტო დეფიციტი $234 მილიარდს  უდრიდა. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გაიზარდა ეს რიცხვი ასე მკვეთრად, გადასახადების გადავადება გახდა. თუმცა, ამ გადასახადების ივლისში გადახდით, ელოდებიან, რომ საბიუჯეტო დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდება. 

კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად ივნისში ფედერალურმა ხარჯებმა $1.1 ტრილიონს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 223%-იანი ზრდაა. ელიან, რომ 2020 წლისთვის, ფისკალური დეფიციტი $3.8 ტრილიონს გაუტოლდება, რაც 2009 წლის $1.41 ტრილიონიან რეკორდს მოხსნის.

გავრცელებული ცნობებით, ტრამპის ადმინისტრაცია მორიგი ფინანსური დახმარების პროგრამისთვის ემზადება. ზოგი თანამდებობის პირი იმედოვნებს, რომ ეს ფინანსური შეღავათი ამჯერად $1 ტრილიონს არ გასცდება, რის შემთხვევაშიც სენატის წევრთა ნაწილი მას მხარს აღარ დაუჭერს.

 

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა  ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს

საინფორმაციო ტექნოლოგია უძრავ ქონებაში

საქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა  ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს

საქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს

წინა სტატია

Foxbusiness: Coronavirus leads New York & Company into bankruptcy
14 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

US budget deficit hit record-shattering $864B in June
14 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker