Forbes: ჩინეთი დაიხურა. ინვესტორებმა ინდოეთს მიაშურეს

კომპანიების დიდმა ნაწილმა ინდოეთში ინვესტირება დაიწყო. აპრილში Facebook-მა განაცხადა, რომ ის ინდოეთში $5.7 მილიარდის ინვესტირებას აპირებდა. მანამდე იანვარში კი Amazon-ში განაცხადეს, რომ $1 მილიარდის ოდენობის ინვესტიციების განხორციელებას აპირებდნენ ინდოეთში. ხოლო დღეს Google ამბობს, რომ ინდოეთში ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ეკოსისტემებში $10 მილიარდის ჩადებას გეგმავს.

ცხადია, მას შემდეგ რაც ჩინეთში კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკა შენელდა, გიგანტი კომპანიები ინვესტიციების სხვაგან განხორციელებას ცდილობენ.

"როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ტექნოლოგიების თითოეული დეტალი ახალ შესაძლებლობას გვაძლევდა. რათა გვესწავლა ახალი და გავზრდილიყავით. თუმცა, ყოველთვის უნდა დავლოდებოდით რაღაც ახალს, რომ ჩვენამდე მოსულიყო. დღეს კი ინდოეთში ადამიანებს აღარ უწევთ ლოდინი როდის მივა ტექნოლოგია მათთან. ტექნოლოგიების მთლიანი ახალი თაობა თავად ინდოეთში ჩნდება ჯერ“, – განაცხადა Google-ის აღმასრულებელმა სანდარ პიჩაიმ.

აღსანიშნავია, რომ Google-ის $10 მილიარდი ინდოეთში ოთხი მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმაციაში, რათა დაეხმარონ ინდურ ბიზნესებს გაციფრულებაში. ასევე, ინფორმაციის ყველა ინდურ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში და ახალი სერვისების და პროდუქტების შექმნაში.

როგორც Forbes წერს, დედამიწაზე მოსახლეობის კუთხით ორი სუპერძალა არსებობს: ჩინეთი და ინდოეთი. ჩინეთში 1.4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 18%-ია. ინდოეთში 1.36 მილიარდი ადამიანია და ეს რიცხვი მზარდია. ასევე, ინდოეთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ღიაა. ჩინეთს კი არაერთხელ აუკრძალავს უცხოური კომპანიების ოპერირება ქვეყანაში. მაგალითად, Google-ს, Facebook-ს, Netflix-ს, Pinterest-ს დიდი ხანია ჩინეთში ბიზნესის კეთების უფლება არ აქვთ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინდოეთი ღიაა ბიზნესისთვის, გარკვეული პირობებით. ქვეყანას სურს ინვესტიციების მიზიდვა, თუმცა, არა ტექნოლოგიური კოლონიზაცია.

ამიტომაც გადაწყვიტა Apple-მა ამ ქვეყანაში წარმოების დაწყება. აღსანიშნავია ისიც რომ თუ ადგილობრივად არ აწარმოებს კომპანია, მისი პროდუქციის იმპორტზე ინდოეთში საკმაოდ მაღალი ტარიფებია დაწესებული. იქიდან გამომდინარე რომ ინდოეთის მოსახლეობა დიდია, შესაბამისად მწარმოებლებს დიდი პერსპექტივაც ეშლებათ წინ. Google-მაც ამიტომაც გადაწყვიტა ამ ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდა.

ჩვენ გირჩევთ

COVID-მა კიდევ ერთი ტანსაცმლის ბრენდი გააკოტრა

მაღალანაზღაურებადი CEO-ები

COVID-მა კიდევ ერთი ტანსაცმლის ბრენდი გააკოტრა

COVID-მა კიდევ ერთი ტანსაცმლის ბრენდი გააკოტრა

წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ყაზბეგში სასტუმრო “360° HOTEL KAZBEGI“ გაიხსნება
14 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

Forbes: China’s Closed. So Google Invests $10 Billion In India, Following Facebook, Amazon, Apple
14 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker