პასუხი კრიზისზე

“ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ 2020 წელს 11 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

მნიშვნელოვანად შემცირებული ბეტონის გაყიდვების შემდეგ კომპანია “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა. კომპანიის ინფორმაციით, ორთვიანი საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ბაზარზე გამოცოცხლების პირველი ნიშნები შეიმჩნევა, მიზეზებს შორის კი მთავარ ფაქტორად ლარის ბოლოდროინდელი დასტაბილურება და მთავრობის მხრიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირება სახელდება.

სამშენებლო სექტორი რომ ქართული ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი წყაროა, ამაზე ყველა მხარე თანხმდება. ბოლო წლებში უძრავი ქონების მზარდი დინამიკის წყალობით, სექტორი გამართულად მუშაობდა და ათასობით ადამიანს ასაქმებდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი პირველად ეს ტენდენცია, ეპიდემიის გათვალისწინებით, მარტის ბოლოს და აპრილში შეიცვალა. სწორედ აპრილში მინიმუმამდე დაეცა კომპანიის გაყიდვებიც, თუმცა, მიუხედავად კრიზისისა, “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ყველა დასაქმებულის შენარჩუნება მოახერხეს.

“ჩვენ ახალ რეგულაციებთან ადაპტაცია პირველივე დღიდან შევძელით და მთელი ამ დროის განმავლობაში მკაცრად ვიცავდით და ვიცავთ ყველა მოთხოვნას და რეკომენდაციას. ცხადია, მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარება კომპანიის გაყიდვებზეც აისახა: მარტში დაწყებული კლება აპრილში გაყიდვების ისტორიულ მინიმუმამდე დაცემით გაგრძელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები გაგვინახევრდა. თუმცა სასიხარულოა ის ფაქტი, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პარალელურად, მაისში, სამშენებლო ბაზარმა სწრაფი აღდგენა დაიწყო. რაც მთავარია, მიწოდების მხრიდან, ბაზრის ყველა კონტრაგენტში – დეველოპერი იქნება, სამშენებლო კომპანია, ქვეკონტრაქტორები თუ სამშენებლო მასალების მწარმოებლები – ენთუზიაზმი და პოზიტიური მოლოდინი შეინიშნება. თითქმის ყველა სამშენებლო პროექტმა, ჰორეკა-სექტორში მცირე გამონაკლისების გარდა, ფუნქციონირება განაახლა“, – აცხადებენ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ უძრავი ქონების ბაზრის მზარდი დინამიკის გარეშე, სამშენებლო მასალების ინდუსტრიის გამართული ფუნქციონირება მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებით, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მთავრობის ინიციატივა იპოთეკური სესხების სუბსიდირების მიმართულებით სწორი და დროული ნაბიჯი იყო, რამაც ამ ბაზარზე პირდაპირ თუ ირიბად მიბმული ბიზნესებისა და დასაქმებულების გადარჩენა განაპირობა.

ბაზრის გამოცოცხლების მთავარ მიზეზებს შორის კომპანიაში სავალუტო კურსის დასტაბილურებასაც აღნიშნავენ და ამბობენ, რომ ერთობლიობაში ამან მყიდველს პოზიტიური მოლოდინი გაუჩინა.

          

“სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია წლის ბოლომდე უძრავ ქონებაზე კრიზისამდელი მოთხოვნის ზრდის დინამიკის აღდგენა, განსაკუთრებით კი ეს ეხება ახალაშენებულ ბინებს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი. რაც შეეხება ტურისტული უძრავი ქონების სექტორს, აქ ცალსახა კლებაა, თუმცა მისი სამომავლო დინამიკა, სავარაუდოდ, ფრენების აკრძალვის გაუქმებისა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადების შემოდინების შემდეგ გამოჩნდება“, – განაცხადა Forbes Georgia-თან საუბრისას კომპანიის სამშენებლო მასალების დირექტორმა დავით ჯუღაშვილმა.

რთული წლის მიუხედავად, “ჰაიდელბერგცემენტი“ აგრძელებს მიმდინარე პროექტების განხორციელებას. ერთ-ერთი მათგანია აღმოსავლეთ საქართველოში 7.9 მლნ ლარის ღირებულების ინერტული მასალების ქარხნის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება და ადგილზე 50 ადამიანი დასაქმდება.

ამას გარდა, მიმდინარე წელს დაგეგმილია ახალი ბეტონის ქარხნის მშენებლობა თელავში და მობილური ქარხნების რამდენიმე პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კომპანიის მხრიდან მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 მლნ ლარია.

ჩვენ გირჩევთ

PayPal-ი კრიპტომომსახურებას იწყებს

ივნისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 18 პროცენტით გაიზარდა

PayPal-ი კრიპტომომსახურებას იწყებს

PayPal-ი კრიპტომომსახურებას იწყებს

წინა სტატია

რუსეთმა, პირველად ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში, უფრო მეტი ოქრო გაყიდა, ვიდრე გაზი
17 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

“Global food security in the shadow of COVID-19 – does the solution for local food production lie with Israel?"
17 ივლისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker