რეიტინგი: საუკეთესო დამსაქმებლები ქალებისთვისთვის აშშ-ში

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ქვეყნის სამუშაო ძალის უფრო მეტი წილი ქალებს უკავიათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, დასაქმებული ქალების რაოდენობა 50.4%-ს შეადგენს ყველა პოზიციაზე. ექსპერტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ტრენდი გარძელდება. თუმცა, საჭირო ნაბიჯების გადადგმა არ უნდა შენელდეს, რათა გენდერული დისკრიმინაცია ამ კუთხით აღმოიფხვრას. იანვრის მონაცემებით, 109 000 ქალით მეტი იყო დასაქმებული ამერიკაში ვიდრე მამაკაცი.

როგორც ქალთა პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტმა განაცხადა, 2018 წლის მონაცემებით, ქალები მამაკაცების მიერ გამომუშავებული ხელფასის მხოლოდ 49%-ს გამოიმუშავებდნენ. თუმცა, ცალკეული კომპანიები ამ განსხვავებების აღმოფხვრას ცდილობენ.

Forbes-მა და Statista-მ ერთდროულად გამოავლინეს ამერიკაში 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებლები ქალებისთვის.

რეიტინგი ამერიკაში 75 000 დასაქმებულის გამოკითხვის საფუძველზე შეადგინეს. მხოლოდ იმ კომპანიების თანამშრომლები გამოიკითხა, რომლებიც სულ მცირე 1000 ადამიანს ასაქმებს.

მაშ ასე, ქალებისთვის ამერიკაში საუკეთესო დამსაქმებლები არიან:

  1. REI - ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სპორტული ინვენტარის ბრენდი – ასაქმებს 13 000 ადამიანს
  2. Unilever – ასაქმებს 169 000 ადამიანს
  3. Ulta Beauty - რითეილ და საბითუმო ვაჭრობის კომპანია – ასაქმებს 45 000 ადამიანს
  4. The Hartford – სადაზღვევო კომპანია – ასაქმებს 18 500 ადამიანს
  5. Coca-Cola – გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი – ასაქმებს 11 400 ადამიანს
  6. Keller Williams Realty – ბიზნეს სერვისები – ასაქმებს 159 447 ადამიანს
  7. The Estée Lauder Companies – კოსმეტიკის ბრენდი – ასაქმებს 48 000 ადამიანს
  8. Best Buy - რითეილ კომპანია – ასაქმებს 125 000 ადამიანს
  9. Clovis Unified School District – განათლების სფეროში მომუშავე კომპანია – ასაქმებს 5000 ადამიანს
  10. Zurich Insurance Group - სადაზღვევო ბიზნესი – ასაქმებს 52 267 ადამიანს.

ჩვენ გირჩევთ

Amazon-ის, Facebook-ის, Google-ის და Apple-ის აღმასრულებლები კონგრესის წინაშე წარდგნენ

ბილ გეითსი: ცრუ ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება სოცმედიაში, ვიდრე სიმართლე

Amazon-ის, Facebook-ის, Google-ის და Apple-ის აღმასრულებლები კონგრესის წინაშე წარდგნენ

Amazon-ის, Facebook-ის, Google-ის და Apple-ის აღმასრულებლები კონგრესის წინაშე წარდგნენ

წინა სტატია

Amazon-ის, Facebook-ის, Google-ის და Apple-ის აღმასრულებლები კონგრესის წინაშე წარდგნენ
30 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

Forbes: The Best Employers For Women In 2020
30 ივლისი, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker